ინტერნეტ მაღაზია „ქართული კიდობანი“ დაფუძნდა საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია „ეი ბი სი ოს“ მიერ. იგი შეიქმნა „სოციალური მეწარმეობა საქართველოსა და სომხეთში „SAEG-ს“ პროექტის ფარგლებში, განხორციელდა „ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის“ (EU4Youth) პროგრამის მხარდაჭერით და დაფინანსდა ლიეტუვას რესპუბლიკის საელჩოს საგრანტო პროგრამის ხელშეწყობით.

ინტერნეტ მაღაზია „ქართული კიდობანი“ ეხმარება ადგილობრივ სოციალურ საწარმოებს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნონ თავიანთი პროდუქცია მომხმარებლის ფართო ფენას. აქ გაიყიდება მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქცია. ონლაინ მაღაზიაში, სახლიდან გაუსვლელად ,თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქცია, რომელსაც კურიერები ადგილზე მოგაწვდიან. აქ ნაყიდი პროდუქცია სასიამოვნო შენაძენი იქნება არა მარტო თქვენთვის, არამედ ხელს შეუწყობს ქართველ მეწარმეებს წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციაში, ნაწარმის სრულყოფასა და შემდგომ განვითარებაში.